იულიან ნაგელსმანი თომას მიულერის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე: "მადლობელი ვარ, რომ შევძელი თომასის გვერდით ვყოფილიყავი მისი კარიერის ნაწილში, ეროვნულ გუნდში და "ბაიერნში".
სასიამოვნო იყო მასთან ერთად მუშაობა. თომასი არის პროფესიონალი, რომელიც ახლაც ისეთივე გატაცებულია ფეხბურთით, როგორც პირველ დღეს იყო. მან გაამდიდრა ჩვენი ევროპის ჩემპიონატი არა მხოლოდ თავისი სპორტული თვისებებით, არამედ როგორც ლიდერმა და მისაბაძმა ფიგურამ.
ის ძალიან ინტელექტუალური მოთამაშეა - ფეხბურთის თვალსაზრისით, ემოციურად და ფუნდამენტურად. გული მწყდება, რომ ის ჩვენთან აღარ იქნება, დიდი იმედი მაქვს, თომასი გააგრძელებს გერმანული ფეხბურთის ფორმირებას - როგორც "ბაიერნის" მოთამაშე, ასევე მომავალში სხვა როლით.
ძალიან მოგვენატრება ეროვნულ ნაკრებში." - განაცხადა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა.