ბოლო დღეებში ვინსტენტ კომპანის ჰქონდა სატელეფონო ზარი დეზირე დუესთან.
"ბაიერნი" კვლავ იბრძვის და "რენისთვის" მეორე წინადადებას ამზადებენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც “ბაიერნსა” და ფეხბურთელს შორის ასევე კლუბებს შორის.
კომპანიმ განუცხადა დუეს, რომ ნამდვილად სურს მისი ხილვა “ბაიერნში”. სავარაუდოდ, ის იქნება კინგსლი კომანის შემცვლელი. მიზანია, რომ გადაწყვეტილება მომავალ კვირას იქნეს მიღებული.
“რენს” სურს 60 მილიონი ევრო პლუს დანამატებით, “ბაიერნი” კი 45-50 მილიონ ევროს გადაიხდის.
“პსჟ” ასევე საქმეშია და მათაც სურთ ფეხბურთელის შესყიდვა.