ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში "ბაიერნმა" დეზირე დუე-სთვის მეორე შეთავაზება წარადგინა. კლუბს სურს გარიგების რაც შეიძლება მალე დახურვა.
დუეს სურვულია შეუერთდეს "ბაიერნის" გუნდს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული. საქმეში "პსჟ"-ც არის ჩართული.
"ბაიერნის" ახალი შეთავაზება ფრანგისთვის 55 მილიონი ევრო იქნება, დანამატების ჩათვლით. ასევე "პსჟ" წარადგენს მეორე წინადადებას. საბოლოო გადაწყვეტილება კი ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული.