იოზუა კიმიხი არ გამორიცხავს, რომ “ბაიერნში” დარჩეს მისი მოქმედი კონტრაქტის დასრულების შემდეგაც.
ახალი ხელმძღვანელობა მაქს ებერლთან ერთად მზად იქნებიან გაყიდონ კიმიხი შესაფერისი შეთავაზებისთვის.
“პსჟ” ძალიან დაინტერესებულია კიმიხის შეძენით, მაგრამ მოთამაშე არ არის დარწმუნებული იმაში, რომ პარიზში გადავიდეს მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად.
თავად კიმიხი დასვენების დროს ყველაფრის იგნორირებას ცდილობს. ის არ კითხულობს არცერთ სტატიას და არც ყურადღებას აქცევს თავის შესახებ სიახლეებს.
“ბაიერნი” შვებულების შემდეგ ფეხბურთელთან დისკუსიას გეგმავს.