ჟურნალისტი: "რატომ აირჩიე "ლაიპციგი" და არა "ბაიერნი"?"
ხავი სიმონსი: "ბევრი ჭორები ვრცელდებოდა. ოჯახთან ერთად ვისვენებდი და ტელეფონზე არც თუ ისე ბევრს ვლაპარაკობდი, რადგან ზარებს ჩემი ძმა პასუხობდა.
მინდა ვთქვა, რომ მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დამირეკა და სიტუაცია ახსნა, მაგრამ საბოლოოდ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.
ყველას ველაპარაკე და ვაცნობე ჩემი საბოლოო პასუხის შესახებ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და სიამოვნებით ვიწყებ ახალ სეზონს."