ვენსან კომპანი ეყრდნობა იოზუა კიმიხს და კარგად იცის, რომ მას უმაღლეს დონეზე შეუძლია სამ პოზიციაზე თამაში: როგორც 6 ნომრად, 8 ნომრად და საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა მცველად.
ამჟამად გუნდში კიმიხისნაირი ფეხბურთელი არ მოიძებნება. "ტოტენჰემთან" მატჩის დროს გაირკვა, რომ კომპანი იოზუას საუკეთესოდ ხედავს ცენტრალურ ნახევარდაცვაში, სადაც მას შეუძლია ჟოაო პალინიასთან ერთად ითამაშოს.
კიმიხის მრავალფეროვნება კომპანისთვის უპირატესობა იქნება, რომელიც თომას ტუხელზე და იულიან ნაგელსმანზე მეტ როტაციას აპირებს.