როგორც ფაბრიციო რომანო ამბობს, კომანი "ბარსელონას" მოკლე სიაშია. "ბარსას" ახლანდელი მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის სურვილია, რომ ფრანგმა მის გუნდში ითამაშოს.
ასევე ესპანური კლუბის სიაში იყო, ნიკო უილიამსი, კომანი კი მისი ერთ-ერთი ალტერნატივა.
როგორც ცნობილი ხდება უილიამსმა "ბარსაში" გადასვლაზე უარი განაცხადა და ამის შემდეგ კომანის ტრანსფერის შანსები უფრო გაიზარდა.
კატალონიელებთან ერთად ასევე დაინტერესებულია კიდევ რამდენიმე კლუბი. კომანს უფლება აქვს დატოვოს "ბაიერნი" თავდაპირველი იჯარით.