გრეგორ კობელი იმედგაცრუებული და გაბრაზებულია “დორტმუნდის” ცუდი თამაშების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ მან გასულ წელს გაახანგრძლივა კონტრაქტი 2028 წლამდე, შვეიცარიელ მეკარეს ტიტულების მოგება სურს და გამორიცხული არ არის, თუ კლუბს დროზე ადრე დატოვებს.
“ბაიერნი” იმ კლუბებს შორის იყო, რომლებსაც კობელი ჰყავდათ რადარზე, მაგრამ ამ დროისთვის კონკრეტული არაფერია.