ერთი ოცნება ჯერ კიდევ მაქვს  ფრანკ რიბერის ინტერვიუ

ერთი ოცნება ჯერ კიდევ მაქვს ფრანკ რიბერის ინტერვიუ

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფრანგმა გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ, თავის მომავალზე საუბრისას მთელი კარიერა გაიხსენა.

35 წლის ფრანგმა "ბაიერნთან" თავის ურთიერთობაზე, სამომავლო გეგმებზე, თავის მენტალიტეტზე, ჩემპიონთა ლიგასა და 2013 წლის ოქროს ბურთზე ისაუბრა.

"მე და "ბაიერნი" თითქმის წყვილი ვართ - თანამედროვე ფეხბურთში ასეთი ერთგულება იშვიათი შემთხვევაა. მოედანზე ყოველთვის ყველაფერს ვდებ. აქ რეკორდები დავამყარე და ისტორია დავწერე. როდესაც კლუბს დავტოვებ, ამას ღირსეულად გავაკეთებ!

ჯერ კიდევ შემიძლია მარცხენა ფრთაზე თამაში. მინდა, რომ კვლავ ვითამაშო და მივიღო სიამოვნება, ყოველ სამ დღეში ერთხელ ვითამაშო. თუმცა მაშინაც, როდესაც "ბაიერნს" დავტოვებ, დავბრუნდები. არა მოთამაშის, მაგრამ სხვა ამპლუაში - ეს ჩემს კონტრაქტშია მითითებული.

მინდა, რომ ახალგაზრდებთან ვიმუშავო, ვინაიდან ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს დავეხმარე, მაგალითად, ალაბას. ის ჩემს ფლანგზე 16 წლიდან თამაშობდა. მას ჩემი საათი და მანქანა მოეწონა, მე კი ვუთხარი, რომ ძალიან ბევრი უნდა იშრომოს, რათა სიმდიდრე მოიხვეჭოს.

ყველაფერი, რასაც მივაღწიე, ჩემით გავაკეთე და არავისთვის არაფერი მომიპარავს. თუ სერიოზული არ ხარ და ბევრს არ მუშაობ, "ბაიერნის" ძირითადში 12 წელი ვერასოდეს ითამაშებ. სწორედ ამიტომ არ მიყვარს "მწარე" და "ბოღმიანი" ადამიანები, რომლებიც ფრანკ რიბერის რეალურად არ იცნობენ.

2013 წლის ოქროს ბურთი? ახლაც ვფიქრობ, რომ ის მე უნდა მომეგო. ჩემს კლუბთან და ნაკრებთან ერთად ყველაფერი მოვიგე, ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი.

ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის ბევრი გავაკეთე, მაგრამ ბევრი ჩემი თანაგუნდელი და მეგობარი ჩემს წინააღმდეგ იყო. ვერ ვიტან ფარისეველ ადამიანებს.

ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალში მაქვს ნათამაშები, 1 მოვიგე და ორი წავაგე. გაცილებით მეტის მოგება შეგვეძლო 1/2 ფინალშები ცოტათი რომ გაგვმართლებოდა. ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება ჩემი ოცნებაა".


17-02-2019, 00:27
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0