...

ოქროს წლები (1966-1979)

სწორედ იმ კრიზისული პერიოდის დროს, როდესაც კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ხელმძღვანელობამ აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა და ისეთი ტალანტები იპოვნა, რომელთაც შემდეგ "ბაიერნის" ისტორია დაწერეს. საუბარია დიდ ფრანც ბეკენბაუერზე, ზეპ მაიერსა და გერდ მიულერზე. ბუნდესლიგაში ჩატარებული პირველი, 1965/66 წლების სეზონი, წარმატებული გამოდგა და "რეკორდმაისტერმა" მესამე ადგილი დაიკავა.

ამ ბრწყინვალე ტრიოს გუნდის კაპიტანი ვერნერ ოლკი, ათლეტური ფრანც "ბულე" როტი და ძალიან სახიფათო რაინერ ოლჰაუზერი ეხმარებოდნენ. 1966 წელს გუნდმა გერმანიის თასი მოიგო, ერთ წელიწადში კი თასების მფლობელთა თასის ტიტულიც მოიპოვა. ფინალში "ბაიერნმა" გლაზგოს "რეინჯერსი" 1:0 დაამარცხა. პირველი ბუნდესლიგის ტიტული კი 1969 წელს მოვიდა, როდესაც ჩაიკოვსკის რომანტიკულ და თამამ ფეხბურთს ბრანკო ზებეკმა ჭკვიანური ტაქტიკური გადაადგილებები შემატა.

ზებეკი საკმაოდ მკაცრი სპეციალისტი იყო, რომელმაც გუნდს ლუდი აუკრძალა და პირველი დუბლი მოაგებინა (გერმანიის ბუნდესლიგისთან ერთად "ბაიერნმა" თასის ფინალში "შალკეც" დაამარცხა). თუმცა, 70-იანი წლების დასაწყისში გერმანულ ფეხბურთს მეორე დომინანტი, მიუნხენგლადბახის "ბორუსია" ჰყავდა, რომელმაც 1970 და 71 წლებში ვერცხლის სინი ზედიზედ ორჯერ მოიგო, ორივეჯერ "ბაიერნი" მოიტოვა უკან.

1972 წლის 28 ივნისს კი "ბაიერნმა" თავის ახალ, დიდებულ ოლიმპიურ სტადიონზე პირველი მატჩი ჩაატარა და ბუნდესლიგა დამაჯერებლად მოიგო. მათ პრინციპული მეტოქე "შალკე" 5:1 დაამარცხეს და თანაც ქომაგებმა რეკორდი დაამყარეს. "ბაიერნის" თამაშებს, საერთო ჯამში, 1,2 მილიონი ადამიანი დაესწრო. ახალმა სტადიონმა "ბაიერნს" სტრუქტურული და ფინანსური წარმატება მოუტანა.

გარდა ამისა, იმ სეზონში კიდევ ორი რეკორდი დამყარდა: გერდ მიულერმა 40 გოლი გაიტანა, ხოლო "ბაიერნმა" შესაძლო 68 ქულიდან 55 მოიპოვა (მაშინ თითო გამარჯვება ორი ქულა იწერებოდა) და ესეც ბუნდესლიგის ახალი რეკორდი იყო.

კიდევ ორი საჩემპიონო ტიტული უდო ლატეკმა მოიგო და მასთან ერთად "ბაიერნმა" პირველი ევროპული წარამტებაც იზეიმა. 1974 წელს გუნდმა ჩემპიონთა თასი მოიგო. მადრიდის "ატლეტიკოსთან" პირველი მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და დამეტებითი ტაიმების ბოლო წუთზე შვარცენბეკის შორეულმა დარტყმა მიუნხენური კლუბი იხსნა - 1:1. ოთხ დღეში გადათამაშება გაიმართა და "რეკორდმაისტერმა" 4:0 იმარჯვა. ბრიუსელში დუბლები ული ჰიონესმა და გერდ მიულერმა გაიფორმეს.

იმავე წელს გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ კედლებში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ფინალში ჰოლანდია 2:1 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში სტადიონზე ექვსი მიუნხენელი იყო: მაიერი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, ბრაიტნერი, ჰიონესი და მიულერი). ბრაიტნერმა პენალტი გამოიყენა, ხოლო გამარჯვების გოლი დიდმა გერდმა შეაგდო.

ამის შემდეგ კი "ბაიერნმა" ბუნდესლიგა ცოტა ხნით გვერდზე გადადო და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჰეთ-თრიქი გაიფორმა. 1975 წელს მიუნხენელებმა პარიზში როტისა და მიულერის გოლებით "ლიდს იუნაიტედი" 2:0 დაამარცხეს, ხოლო ერთ წელიწადში გლაზგოში "სენტ-ეტიენი" როტის ერთადერთი გოლით დაამარცხეს. 1976 წელს "ბაიერნმა" საერთაშორისო თასიც მოიგო და ეს "რეკორდმაისტერის" ბოლო საერთაშორისო ტიტული იყო მეოცე საუკუნეში.

დრო გავიდა, წარმატებებს მოჰყვა უტიტულობა და ლეგენდების წასვლა. ასაკში შესულმა ფრანც ბეკენბაუერმა გერმანული გრანდი 1977 წელს დატოვა და ამერიკაში წავიდა, ექვს თვეში მის გზას დიდი გერდ მიულერიც გაუყვა.

1979 წელს კი დიდი ცვლილებები მოხდა. კლუბის მფლობელი ვილი ჰოფმანი გახდა, რომელმაც ნიდეკერი შეცვალა. 27 წლის მიუნხენელი ვინგერი, ფანტასტიკური ული ჰიონესი კი, "ბაიერნის" გენერალურ დირექტორადაც იქცა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ულიმ მიუნხენურ კლუბს წელიწადში 19 მილიონი მოგება მოუტანა, ხოლო მოგვიანებით, როდესაც გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა და პრეზიდენტი გახდა, "ბაიერნი" მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბად აქცია, რომელიც ფინანსურ სტაბილურობას მუდმივად ინარჩუნებდა.

მძიმე პერიოდი და რეკონსტრუქცია (1933-65)      არეულობა და ცვლილება (1980-89)скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა