ატლეტიკო მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში მიუნხენის ბაიერნის შუახაზელზე, იოზუა კიმიხზე და გერმანულ გრანდზე ისაუბრა:
'ისინი ყოველთვის გოლს იტანენ და ბურთს არასდროს კარგავენ. მათ ჰყავთ იოზუა კიმიხი, რომელიც ბურთს მხოლოდ მაშინ კარგავს, როცა სახლში საკუთარ შვილს აძლევს, რათა ითამაშოს', - თქვა სიმეონემ.