ტომას ტუხელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ზოგად თემებთან ერთად გერეიროს ტრანსფერზეც ისაუბრა.
"ძალიან კმაყოფილი ვარ, ის შესანიშნავი და ძალიან ინტელექტუალური ფეხბურთელია.
ფიქრობს ორი ნაბიჯით წინ, ძალიან კონცენტრირებულია ბურთზე.
მას შეუძლია მარცხენა მცველის თამაში, მაგრამ ასევე ნახევარდაცვაში თამაშიც.
კარგია რომ გადმოვიდა, დიდი ხანი ელოდა და კარგად დაიწყო“. - ამბობს ტომას ტუხელი
ცნობისთვის, ტრავმის შემდეგ 29 წლის პორტუგალიელმა ბაიერნის მაისურით სადებიუტო შეხვედრა გერმანიის თასზე, პროისენ მიუნსტერის წინააღმდეგ გამართა და მოედანზე 28 წუთი გაატარა.