"ბაიერნის" ვარსკვლავმა, ჯამალ მუსიალამ ნიდერლანდების წინააღმდეგ კიდევ ერთი მსოფლიო დონის თამაში ჩაატარა სადაც SofaScore-ს მიხედვით 7,8 შეფასება აიღო.
მატჩის შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
"ორივე გუნდში დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. უკვე სუპერ ნიჭის მქონე ახალგაზრდის სტატუსი მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა მარტივად ვითამაშო, გავერთო და მოედანზე სიხარულს ვასხივებდე, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი.“ - თქვა მუსიალამ.