გასულ კვირას “ბაიერნის” ოფიციალურმა პირებმა შეხვედრა გამართეს რალფ რანგნიკთან, სადაც განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის შინაარსი.
მას შემდეგ მწვრთნელი დაინტერესებულია და აქტიურად ფიქრობს “ბაიერნში” გადასვლაზე.
შეთანხმება სავარაუდოდ ამ კვირაში შედგება, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის. - ინფორმაციას “BILD” და “SkySportDE” ავრცელებს.
ცნობისთვის, გერმანელ სპეციალისტს “მანჩესტერ იუნაიტედი” ებარა, ახლა კი ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის.