ნოიერი მადრიდის "რეალთან" მატჩზე: "ჩვენ აქ შეშინებულები არ ჩამოვსულვართ. ჩვენ ძალიან თავდაჯერებულები ვართ და ვიცით, როგორი თამაში ვითამაშეთ გასულ კვირას.
ვიცით, ვის წინააღმდეგ ვითამაშებთ ხვალ. თუ გვქონდა შანსი, რომ "რეალი" სახლში დაგვემარცხებინა, აქაც გვექნება მაგის შანსი.
ბერნაბეუს აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაღაც ისტორიული. ძნელად ვიპოვით ევროპაში ასეთ სტადიონს. ჩვენ ყველანი აღფრთოვანებულები ვართ."
ცნობისთვის, საპასუხო მატჩი მიუნხენელებსა და მადრიდელებს შორის 8 მაისს, თბილისის დროით 23:00 - საათზე გაიმართება.