...

ბაიერნი ტელეკომის თასის გამარჯვებულია!

ისტორიაში მესამედ - მიუნხენის "ბაიერნი" ტელეკომის თასის გამარჯვებული გახდა!

ეს ამხანაგური ტურნირი ამჯერად ზამთარში, ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ დუისელდორფში, გაიმართა და "რეკორდმაისტერის" წარმატებით დასრულდა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა ნახევარფინალში მასპინძელი, პენალტების სერიაში (0:0 და 4:1) დაამარცხა, რამდენიმე წუთის წინ კი "მაინცს" ყველაფერი ძირითად დროში მოუმთავრა.

მოვლენები საწყის წუთებში განვითარდა. ანგარიში ფრენკ რიბერიმ, ლამაზი კომბინაციის შედეგად, უკვე მეოთხე წუთზე გახსნა - 1:0. თუმცა, "კარნავალელებმა" პასუხი არ დააყოვნეს და ანრეა რამალიომ ფანტასტიკური შორეული დარტყმით წონასწორობა აღადგინა. სამ წუთში კი იოზუა კიმიხის იდეალური ჩაწოდების შემდეგ ხავი მარტინესმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა.

იტალიელმა სპეციალისტმა ფინალში რამდენიმე საინტერესო ექსპერიმენტიც განახორციელა. არტურო ვიდალი, პრაქტიკულად მთელი 45 წუთი, საკმაოდ ღრმად მოქმედებდა, მესამე ცენტრალური მცველი იყო და ლიბეროს როლს ასრულებდა. იოზუა კიმიხი კი მხოლოდ შეტევაზე იყო ორიენტირებული და მეტოქის საჯარიმოსთან ბევრს მოძრაობდა. საბოლოოდ კი "ბაიერნმა" ტელეკომის თასის ამხანაგური გათამაშება ღირსეულად ჩაატარა და ეს ტიტული 2014 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.

ბაიერნი 2:1 მაინცი
გოლები: 1:0 - რიბერი (4'), 1:1 - რამალიო (8'), 2:1 - მარტინესი (11').

ბაიერნი: ნოიერი - ლამი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - კიმიხი, რენატო სანჩეში, ვიდალი (ბენკო 36') - რიბერი (ფრაიდლი 42'), მიულერი, დუგლას კოშტა.

მაინცი: ჰუტი - ბროზინსკი, ბალოგუნი, ბელი, ბუსმანი (კიოლე 38') - გბამინი, რამალიო - დე ბლაზისი, ბუზანი (კლემენტი 30'), ჰოლტმანი - კორდობა.

მიუნხენურმა გრანდმა ტელეკომის თასი აქამდე 2013 და 2014 წლებში მოიგო. ახლა კი "ბაიერნი" ბუნდესლიგის განახლსებას დაელოდება. "რეკორდმაისტერი" 2017 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 20 იანვარს, სტუმრად "ფრაიბურგის" წინააღმდეგ ჩაატარებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ტელეკომის თასი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა