...

კიმიხი: "ვერ ვიტყოდი, რომ გვარდიოლა მაკლია"

მიუნხენის "ბაიერნის" უნიჭიერესი ნახევარმცველი, იოზუა კიმიხი, მიიჩნევს, რომ პეპ გვარდიოლასთან განშორებას დიდად არ განიცდის.

21 წლის გერმანელი "რეკორდმაისტერმა" 2015 წლის ზაფხულში დაიმატა და იოზუა გუნდის ძირითად ფიგურად სწორედ ესპანელი სპეციალისტის წყალობით გადაიქცა, რომელმაც კიმიხს სრული ნდობა გამოუცხადა.

პეპმა კი მიუნხენური კლუბი გასულ ზაფხულს დატოვა, მაგრამ კიმიხი პროგრესს აგრძელებს და მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო ძლიერად გამოიყურება, ვიდრე გასული კამპანიის ბოლოს.

"ვერ ვიტყოდი, რომ გვარდიოლა მაკლია. ფეხბურთი ასეთია. გვარდიოლას ჩემს საფეხბურთო მამად ნამდვილად არ ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ ამას, იმპულსის მოცემის მიზნით, ხშირად მეუბნებოდა.

თუმცა, რა თქმა უნდა, მისი სამუდამოდ მადლობელი ვიქნები, რადგან მენდო. გასულ სეზონში ძალიან დამეხმარა და უფრო ძლიერი მოთამაშე სწორედ მისი წყალობით გავხდი.

ანჩელოტიც სრულ ნდობას მიცხადებს. ზამთრის შესვენებამდე ცოტა სათამაშო პრაქტიკა ნამდვილად არ მქონია, ამიტომ მუშაობას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, კიდევ მოვუმატებ", - განაცხადა კიმიხმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა