...

ბუნდესლიგა: პირველი წრის სიმბოლური ნაკრები

გუშინ გვიან ღამით ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ეროვნული ჩემპიონატის 2016/17 წლების კამპანიის პირველი წრე საბოლოო შეაჯამა და სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

ბუნდესლიგის რჩეულ თერთმეტეულში მხოლოდ სამი გუნდის მოთამაშეები მოხვდნენ. აქედან ხუთი მათგანი მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავს, ოთხი - დორტმუნდის "ბორუსიას" და ორიც - "კიოლნის."

ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ სიმბოლურს მიღმა "რეკორდმაისტერის" ფანტასტიკური ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი, დარჩა.

მეკარე - მანუელ ნოიერი

მანუელ ნოიერს მიმდინარე სეზონში უფრო მეტი საქმე აქვს, ვიდრე წინა წლებში. მან კარში ზუსტად წასული ბურთების 78% მოიგერია. გარდა ამისა, რეალური საგოლე მომენტების 44% აღმოფქვრა (ცხრიდან ოთხი).

მანუელ ნოიერი ("ბაიერნი") - 37%
ლუკაშ ჰრადეცკი ("აინტრახტი") - 27%
ტიმო ჰორნი ("კიოლნი") - 20%
რუნე იარსტეინი ("ჰერტა") - 16%

მარცხენა მცველი - დავიდ ალაბა

ბუნდესლიგის პირველ წრეში დავიდ ალაბამ სამი საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ბოლო ორი სეზონის ერთად აღებული შედეგის ტოლფასია. 24 წლის ავსტრიელი მარცხენა მცველის პოზიციაზე კვლავ ჩინებულად გამოიყურება.

დავიდ ალაბა ("ბაიერნი") - 39%
იონას ექტორი ("კიოლნი") - 29%
მარსელ ჰალსტენბერგი ("ლაიფციგი") - 17%
სეად კოლასინაჩი ("შალკე") - 14%

ცენტრალური მცველები - მერგიმ მავრაი და სოკრატისი

ძალიან გასაკვირია, მაგრამ პირველი წრის სიმბოლურში მატს ჰუმელსი ვერ მოხვდა. მას ძალიან ცოტათი დორტმუნდის "ბორუსიას" დაცვის ლიდერმა და "კიოლნის" დაცვის ბურჯმა აჯობეს. მერგიმ მავრაი იმ ექვს მოთამაშეს შორისაა, რომელთაც სეზონის პირველ ნახევარში არც ერთი წუთი არ გამოუტოვებიათ!

სოკრატის პაპასტატოპულოსი ("დ.ბორუსია") - 27%
მერგიმ მავრაი ("კიოლნი") - 26%
მატს ჰუმელსი ("ბაიერნი") - 25%
ჟერომ ბოატენგი ("ბაიერნი") - 8%
ხესუს ვალიეხო ("აინტრახტი") - 7%
ვილი ორბანი ("ლაიფციგი") - 7%

მარჯვენა მცველი - ფილიპ ლამი

ფილიპ ლამი 33 წლის ასაკშიც უკონკურენტოა. "ბაიერნის" კაპიტანი, პირველი წრის შედეგებით, მატჩში საშუალოდ ბურთს 98-ჯერ ეხება, რაც ასეთ ასაკში მყოფი ფეხბურთელისათვის ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ფილიპ ლამი ("ბაიერნი") - 41%
მიტჩელ ვაიზერი ("ჰერტა") - 29%
ფრედრიკ სიორენსენი ("კიოლნი") - 16%
ბენჟამინ ჰენრიხსი ("ბაიერი") - 13%

მარცხენა ნახევარმცველი - უსმან დემბელე

დორტმუნდის "ბორუსიას" უნიჭიერესმა ფრანგმა ვინგერმა 11 ქულა დააგროვა (ოთხი გოლი, შვიდი საგოლე გადაცემა). გოლი+პასის სისტემით "ბორუსიაში" მას მხოლოდ პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჯობნის.
უსმან დემბელე ("დ.ბორუსია") - 43%
ემილ ფორსბერგი ("ლაიფციგი") - 23%
სერჟ გნაბრი ("ვერდერი") - 19%
გენკი ჰარაგუჩი ("ჰერტა") - 15%

მარჯვენა ნახევარმცველი - კრისტიან პულიშიჩი

კრისტიან პულიშიჩის სიმბოლურში მოხვედრაც უცნაურია, რადგან მან მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა, სამაგიეროდ, ორი გოლი გაიტანა და ოთხი ასისტი გააკეთა. ის ბუნდესლიგის ყველაზე წარმატებული თენეიჯერია (ამერიკელი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა).

კრისტიან პულიშიჩი ("დ.ბორუსია") - 32%
იულიან ბრანდტი ("ბაიერი") - 31%
მარსელ რისე ("კიოლნი") - 25%
პაბლო დე ბლაზისი ("მაინცი") - 12%

ცენტრალური ნახევარმცველი - ტიაგო ალკანტარა

ტიაგო ბუნდესლიგის პირველი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, რომელმაც ბუნდესლიგაში პერსონალური რეკორდი დაამყარა და უკვე სამი ბურთი გაიტანა. გარდა ამისა, ის ბურთს საშუალოდ 117-ჯერ ეხება, რაც მიმდინარე სეზონის აბსოლუტური რეკორდია! "მაესტრო" უბრალოდ შეუდარებელი იყო.

ტიაგო ალკანტარა ("ბაიერნი") - 28%
არტურო ვიდალი ("ბაიერნი") - 21%
გონსალო კასტრო ("დ.ბორუსია") - 20%
მარკო ფაბიანი ("აინტრახტი") - 15%
იუნუს მალი ("მაინცი") - 9%
ნაბილ ბენთალები ("შალკე") - 7%

თავდამსხმელები - რობერტ ლევანდოვსკი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ენტონი მოდესტე

ლოგიკურია, რომ პირველი წრის სამი საუკეთესო ფორვარდი ბუნდესლიგის სამი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "ბორუსიას" გაბონელ თავდამსხმელს გოლი ყოველი მესამე დარტყმით გააქვს (56 დარტყმა, 16 ბურთი). რობერტ ლევანდოვსკიმ ზუსტად კარში ყველაზე მეტი (74) დარტყმა განახორციელა და 14 გოლი გაიტანა. ენტონი მოდესტემ კი 14 ბურთიდან 13 საკუთარი ქომაგების თვალწინ გაიტანა, რაც პირველ წრეში საუკეთესო მაჩვენებელია.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("დ.ბორუსია") - 31%
რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") - 27%
ენტონი მოდესტე ("კიოლნი") - 15%
ვედად იბიშევიჩი ("ჰერტა") - 12
ტიმო ვერნერი ("ლაიფციგი") - 8%
ჩიჩარიტო ("ბაიერი") - 7%

მთავარი მწვრთნელი - პალ დარდაი

არჩევანი ამჯერადაც ძალიან უცნაურია. მიუხედავად პალ დარდაის მართლაც ბრწყინვალე მუშაობისა, რომლის წყალობითაც ბერლინის "ჰერტა" სეზონის პირველი წრე ოთხეულში დაასრულა, მას კონკურენციას მთავარი სენსაცია "ლაიფციგის" თავკაცი და დაუმარცხებელი იულიან ნაგელსმანი უწევდნენ.

პალ დარდაი ("ჰერტა") - 34%
რალფ ჰაზენჰიუტლი ("ლაიფციგი") - 27%
იულიან ნაგელსმანი ("ჰოფენჰაიმი") - 24%
პიტერ შტიოგერი ("კიოლნი") - 17%

საერთო ჯამში, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
ნოიერი - ლამი, სოკრატისი, მავრაი, ალაბა - ტიაგო - პულიშიჩი, უსმან დემბელე - ობამეიანგი, ლევანდოვსკი, მოდესტე.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Muller
Muller | 1 თებერვალი 2017 11:41
გვარდიოლას არასწორი დედაც... ვაიზერი როგორ გაუშვა მაგ არასწორმა, სულ ვამბობდი მაგარი ბიჭი დადგებათქო ტფუი
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 12:41
I’m all in, I’d better go to bed now.
Быстрый столичный ремонт холодильников дешево в Реутове
Not bad , I would say. Do you have any gold coins at home?
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა