ბაიერნმა იოახიმ ლიოვი დაადანაშაულა და ოფიციალური წერილით მიმართა

ბაიერნმა იოახიმ ლიოვი დაადანაშაულა და ოფიციალური წერილით მიმართა

მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურ ვებ-საიტზე გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვი, გააკრიტიკა.

"ბუნდესნაკრების მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, გადაწყვიტა, რომ ჩვენი მოთამაშეები, თომას მიულერი, ჟერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსი, აღარ გამოიყენოს.

როგორც წესი, ჩვენ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას არ ვაკრიტიკებთ, ვინაიდან ეს სწორედ მისი პრეროგატივაა. თუმცა ჩვენ უცნაური გვეჩვენება ამის შესახებ მაშინ გაცხადება, როდესაც "ბაიერნს" ბუნდესლიგაში "ვოლფსბურგთან" და ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" გადამწყვეტი თამაშები აქვს წინ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ჩვენი ლიდერების საბრძოლო განწყობის დასაგდებად სპეციალურად გაკეთდა", - ვკითხულობთ "ბაიერნის" პრესსამსახურის განცხადებაში.

მარტის საერთაშორისო თამაშებისთვის იოახიმ ლიოვმა ბოატენგი, ჰუმელსი და მიულერი განაცხადს მიღმა დატოვა და აღნიშნა, რომ ამ სამეულს აღარ გამოიძახებს.

მიზანი - ეროვნული გუნდის შემადგენლობის გაახალგაზრდავება. ბოატენგი, ჰუმელსი და მიულერი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონები არიან.


7-03-2019, 14:10
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0