BILD ბაიერნსა და სანეს შორის შეთანხმება იანვარში შედგა

BILD ბაიერნსა და სანეს შორის შეთანხმება იანვარში შედგა

გერმანულმა გამოცემა Bild-მა ლეროი სანეს სავარაუდო ტრანსფერზე ახალი დეტალები გაამხილა.

წყაროს ცნობით, მიუნხენის "ბაიერნსა" და გერმანელ გარემარბს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ იანვარში შედგა. თუმცა, მოგეხსენებათ ამის შემდგომ სანემ აგენტი გამოიცვალა და შესაბამისად, მოლაპარაკებების დაწყება ახლიდან გახდა საჭირო.

24 წლის ფეხბურთელმა "რეკორდმაისტერს" განუცხადა, რომ მას კვლავ სურდა მიუნხენში გადაბარგება. თუმცა, თავის მხრივ ახალი აგენტები სანეს შეპირდნენ, რომ ამ გარიგებიდან ფეხბურთელი მაქსიმალურ სარგებელსაც ნახავდა.

მარტის დასაწყისში გერმანელი მოთამაშის წარმომადგენლები ჰასან სალიჰამიჯიჩს შეხვდნენ და შესაბამისად, "ბაიერნმა" კვლავ დაადასტურა სანესადმი ინტერესი. თუმცა, ვინაიდან ფეხბურთელის ახალ სააგენტოს ოფიციალური მოლაპარაკებების წარმართვა მხოლოდ აპრილიდან შეეძლო, სწორედ ამიტომ ოფიციალური შეთანხმება ჯერ ვერ შედგა. ახლა კი ამ პრობლემას კორონავირუსის კრიზისიც დაემატა.

საბოლოო ჯამში, "ბაიერნს" კვლავ სურს სანეს დამატება. თუმცა, ზემოხსენებულმა პრობლემებმა ტრანსფერი ჩიხში შეიყვანა. დიდი ალბათობით, ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც კორონავირუსის ეპიდემია ევროპაში გადაივლის.


3-04-2020, 00:32
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0