...

ჰერტა 1:1 ბაიერნი - მატჩისშემდგომი კომენტარები

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ბერლინში "ჰერტასთან" მორიგი რთული ბრძოლა გადაიტანა და საბოლოდ, ფრეს დასჯერდა - 1:1.

გთავაზობთ მატჩისშემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

კარლო ანჩელოტი: "ვიცოდით, რომ აქ თამაში რთული იქნებოდა. "ჰერტამ" პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და საკმაოდ ბევრი იშრომა. მეორე ნახევარი უფრო რთული იყო, რადგან მეტოქეზე სერიოზული ზეწოლა მოვახდინეთ. ჩვენი საპასუხო გოლი კი დამსახურებული იყო. საბოლოო ჯამში, შედეგი სამართლიანია."

ფილიპ ლამი: "ალბათ შეამჩნევდით, რომ მინდორზე თამაშის მოსაგებად გავედით. არც ისე ცუდად გვითამაშია და ზონებს შორის სივრცეებს ვპოულობდით. სამწუხაროდ, ბოლო პასი დაგვაკლდა. მიუხედავად ამის, როგორც ხედავთ, გუნდს წარმატების ბოლომდე სჯერა და ბოლო წუთზე მიზანს მაინც მივაღწიეთ."

თომას მიულერი: "ხასიათის მხრივ ყველაფერი წესრიგში. ჩვენ ბოლომდე გვეჯროდა, რომ ანგარიშს გავათანაბრებდით და ეს გავაკეთეთ კიდეც. ახლა 1:1 ცუდად არ გამოიყურება, მაგრამ გამარჯვება გვინდოდა."

მატს ჰუმელსი: "ამ ქულისათვის ყველაფერი გავაკეთეთ და საპასუხო ბურთი დავიმსახურეთ. "ჰერტა" ცდილობდა, რომ თამაშის ტემპი დაეგდო, მაგრამ დამატებით დროზე ვერავინ დაიწუწუნებს. ჩვენ ამ ქულის მოსაპოვებლად მართლაც მაქსიმუმი გავიღეთ."

პალ დარდაი ("ჰერტას" მწვრთნელი): "ბაიერნთან" ქულის მოპოვება დიდებულია, მაგრამ ეს მტკივნეული გამოდგა. თუმცა არც გამარჯვება იქნებოდა დაუმსახურებელი. გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა და მეორე გოლიც დაიმსახურა. სამწუხაროდ, მსაჯმა ზედმეტად ბევრი დრო დაამატა."

სებასტიან ლანგკამპი ("ჰერტას" მცველი): "დღეს ცხოვრების მატჩი ჩავატარეთ. "ბაიერნი" დამარცხების პირამდე გვყავდა მიყვანილი. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ ამ გუნდის წინააღმდეგ დაწყევლილები ვართ."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა