...

ბაიერნი ზელინსკით დაინტერესდა

იტალიური პრესის ინფორმაციით, მიუნხენური კლუბი კიდევ ერთი პერსპექტიული მოთამაშით, "ნაპოლის" საყრდენი ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკით დაინტერესდა.

მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას ლეგენდარული ესპანელი ცენტრი ხაბი ალონსო ასრულებს, ამიტომ "ბაიერნი" მის შემცვლელს ეძებს. ნომერ პირველი კანდიდატი "პსჟ-სა" და იტალიის ნაკრების საყრდენი მარკო ვერატია, მაგრამ მისი გადაბირება მარტივი არ იქნება.

სწორედ ამიტომ, ნეაპოლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტი და კლუბის ხელმძღვანელობა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, რომელთა შორის 22 წლის უნივერსალური პოლონელიც არის.

ზელინსკი საკმაოდ ტექნიკური და პერსპექტიული საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც ცოტათი წინ, ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია.

ზელინსკი "ნაპოლის" გასული წლის ზაფხულში "ემპოლიდან" შეუერთდა და მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში გუნდის ძირითადი წევრი გახდა. სულ მის ანგარიშზე 32 თამაში, ხუთი გატანილი ბურთი და ექვსი საგოლე გადაცემაა.

ახალგაზრდა პოლონელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მაგრამ ნეაპოლურ კლუბს მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხის, 70 მილიონი ევროს, მიღება სურს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პიოტრ ზელინსკი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
mamuka darchia
mamuka darchia | 22 თებერვალი 2017 14:16
გრიზმანი მინდა მოვიდეს და ვარანი ეს იგროკები დაგვხატავდა რა.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა