...

ბაიერნის ახალი სამიზნე - ნაბი კეიტა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ "ლაიფციგის" ცენტრალური ნახევარმცველი, ნაბი კეიტა, "ბაიერნის" რადარზე მოხვდა.

22 წლის აფრიკელი მოთამაშე მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება. ბუნდესლიგაში მან 22 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

როგორც ზემოთხსენებული წყარო ავრცელებს, კეიტას ტალანტით პირადად "რეკორდმაისტერის" იტალიელი თავკაცი, კარლო ანჩელოტი მოიხიბლა, რომელიც მომდევნო სეზონისთვის ხაბი ალონსოს შემცვლელს ეძებს.

გვინეის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს "ლაიფციგთან" მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ 2018 წლამდე მისი ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება მითითებული არ არის. მომავალი წლის ზაფხულიდან კი ნაბის კლაუსულა 45-50 მილიონი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ კეიტას გადაბირება მიუნხენურ კლუბს ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმაც ურჩია, რომელსაც "ხარების" წამყვანი ფიგურა ძალიან მოსწონს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ნაბი კეიტა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
mamuka darchia
mamuka darchia | 31 მარტი 2017 15:53
ვითომ ივრგებს ბაიერნში.
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 16:22
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა