...

პრევიუ: ბაიერნი - აუგსბურგი

ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ ევროპული საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა!

დღეს, 1 აპრილს, მიუნხენური გრანდი სეზონის უმნიშვნელოვანეს ნაწილს იწყებს და პირველ რიგში, საკუთარ მოედანზე "აუგსბურგს" მიიღებს.

ბაიერნი - აუგსბურგი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXVI ტური
თარიღი: 1 აპრილი, 17:30 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: კრისტიან დინგერტი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk უნივერსალი

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


მიუნხენურმა გრანდმა მარტი ფანტასტიკურად ჩაატარა და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის წინ, როგორც კარლო ანჩელოტის გუნდებს შეეფერებათ, ჩინებული ფორმა აკრიფა. "რეკორდმაისტერმა", ყველა ტურნირზე ერთად, ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო, რომლებშიც 23 გოლი გაიტანა და თავად მხოოლოდ ერთი გაუშვა. "ბაიერნი" ბუნდესლიგის თამაშებში კვლავ ისეთივე დომინანტური გახდა, როგორც პეპ გვარდიოლას დროს. მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადია მარტივად გადალახეს და ლონდონის "არსენალი", ორი მატჩის ჯამში, 10:2 გაანადგურეს. ახლა კი მთავარი მატჩები იწყება, აპრილის თვეს კი "ბაიერნი" "აუგსბურგთან" საშინაო თამაშით დაიწყებს, რომელსაც გუნდი სერიოზული დანაკლისით ხვდება. დუგლას კოშტას კვლავ მუხლის დაზიანება აწუხებს და რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს. გარდა ამისა, წინა დღეებში გახდა ცნობილი, რომ მანუელ ნოიერი კუნთის ტრავმის გამო "ბაიერნის" მომდევნო ორ თამაშს გამოტოვებს და 31 წლის დიდებულ გერმანელს სვენ ულრაიხი შეცვლის. ულრაიხზეც დაიწერა, რომ მან მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ სვენი სრულმზადყოფნაშია და მანუს ადგილს დაიკავებს. გარდა ამისა, ხავი მარტინესი და ხაბი ალონსო, წინა ტურში მიღებული გაფრთხილებების გამო, დისკვალიფიკაცირებულნი არიან. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ შანსი მიეცემა ჟერომ ბოატენგს, რომელიც მარტის ბოლოს დაბრუნდა. სავარაუდოდ, კარლო ანჩელოტი ოპტიმალურ შემადგენლობას შეარჩევს და "ბაიერნი" მორიგი გამარჯვებისათვის იბრძოლებს.


"აუგსბურგი" მიმდინარე სეზონში ვეღარ არის ისეთივე ძლიერი და ორგანიზებული კოლექტივი, როგორც თუნდაც ორი წლის წინ, რადგან გუნდი ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და გადათამაშების პოზიციაზე მყოფ "ჰამბურგს" მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. მანუელ ბაუმის გუნდი იდეალურ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება, მაგრამ ბოლო 4 ტურში 5 ქულა დააგროვა, შინ "ლაიფციგსაც" კი აართვა ქულები, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. თუმცა გუნდს შეტევაში სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან თავდამსხმელებს ძალიან ცოტა გოლი გააქვთ და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მარცხენა მცველი, კონსტანტინოს სტაფილიდისია, რომელმაც 4 ბურთის გატანა მოახერხა და რაულ ბობადილიასაც კი უსწრებს. წინა ტურში, შინ "ფრაიბურგის" წინააღმდეგ (1:1), მანუელ ბაუმმა ახალი, ხუთმცველიანი ტაქტიკა გამოსცადა და სავარაუდოდ, აუგსბურგელები მიუნხენშიც 5-2-1-2 ტაქტიკით იმოქმედებენ, რაც უკანა ხაზსა და ცენტს უფრო გაამყარებს. გარდა ამისა, ე.წ. ლატერალების პოზიციაზე გუნდს მშვენიერი მოთამაშეები ჰყავს: კაპიტანი პოლ ვერჰაეგი და ზემოთხსენებული შეტევაში ეფექტური სტაფილიდისი. "აუგსბურგი" მიუნხენში ხუთი მოთამაშეს გარეშე ჩამოვა. გუნდს ორი ცენტრალური მცველი, კალსენ-ბრაკერი და გუველუვი დააკლდება, აგრეთვე, რაფაელ ფრამბერგერი, კაიუბი და დისკვალიფიკაცირებული ჟა-ჩოელ კო.

"აუგსბურგს" ქულები სჭირდება და მიუნხენში აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ "ბაიერნი" მოტივირებული, მონდომებულია და იდეალურ ფორმაში იმყოფება. სწორედ ამიტომ, კარლო ანჩელოტის გუნდი აშკარა ფავორიტია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი: ​ულრაიხი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო, ვიდალი - რობენი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.

აუგსბურგი: ​ჰიტცი - ვერჰაეგი, დანსო, კაჩარი, ჰინტერეგერი, მაქსი - ლაიტნერი, კორი - ჰალილ ალტინტოფი - ბობადილია, ჟი.​​​​​​

საინტერესო ფაქტები

  • მიუნხენის "ბაიერნი" მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე კვლავ დაუმარცხებელია - 16 მოგება, 3 ფრე ყველა ტურნირზე ერთად.

  • არიენ რობენსა და ფრანკ რიბერის "აუგსბურგის" წინააღმდეგ ჩატარებული ყველა (6) თამაში აქვთ მოგებული და ამ შეხვედრებში ერთად 13 გოლი აქვთ გატანილი.

  • "აუგსბურგი" რობერტ ლევანდოვსკისთვისაც ერთ-ერთი საყვარელი მოწინააღმდეგეა, რომელსაც პოლონელმა 11 მატჩში 13 ბურთი გაუტანა.

  • მიუნხენურმა გრანდმა "აუგსბურგს", ყველა ტურნირზე ერთად, ზედიზედ ოთხი თამაში მოუგო, აქედან ბოლო სამი ერთნაირი ანგარიშით - 3:1.

  • 2015 წლის მაისში მარკუს ვაინცირლის "აუგსბურგმა" "ალიანს არენაზე" რაულ ბობადილიას ერთადერთი გოლით 1:0 იმარჯვა და ეს "აუგსბურგის" ერთადერთი გამარჯვებაა მიუნხენში.

  • დანარჩენი ოთხი ვიზიტიდან "ალიანს არენაზე" ბუნდესლიგაში "აუგსბურგმა" ყველა თამაში წააგო.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები



კარლო ანჩელოტი: ​"ამ თვეში ცხრა თამაში გვაქვს. საკმაოდ კარგი წინათგრძნობა მაქვს. თითოეული თამაში მნიშვნელოვანია არა როგორც შედეგის, არამედ თავდაჯერებულობისა და რწმენის შემატების თვალსაზრისით. თუ კარგად ვითამაშებთ, მოთამაშეებიც უფრო თავდაჯერებულები იქნებიან.

მანუელ ნოიერისა და დუგლას კოშტას გარდა ყველა მწყობრშია. მანუს სვენ ულრაიხი შეცვლის, რომელსაც სრულიად ვენდობით.

აუგსბურგს კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც მიუნხენში ყოველთვის კარგად თამაშობს. ისინი დაცვაში კარგად ორგანიზებულები არიან და კონტრშეტევებზე იმოქმედებენ. ჩვენ კი უნდა შევუტიოთ და მოვიგოთ."

​​​მანუელ ბაუმი: ​"მანუელ ნოიერის გარდა მათ კიდევ ორი-სამი კარგი გოლკიპერი ჰყავთ. ჩვენ თამაში, კბენა და ქულების მოპოვება გვინდა. მინდორზე აუცილებლად ვიბრძოლებთ."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა