გერმანიის ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ჰოლანდიასთან ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპის საწყისი თამაშის წინ გუნდში მიმდინარე რევოლუციაზე ისაუბრა.
"ბუნდესნაკრების" თავკაცმა, იოახიმ ლიოვმა, ეროვნული გუნდიდან გამოცდილი მსოფლიო ჩემპიონები, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი და თომას მიულერი, გაათავისუფლა.
"რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები მოხდა, მაგრამ ყველაფერი არც ისე დრამატულად არის.
ჩვენ კვლავ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ბევრ მოთამაშეს, რომელიც ჰოლანდიასთან ითამაშებს, საკმარისი გამოცდილება გააჩნია", - განაცხადა კროოსმა.
"ბუნდესთიმმა" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო და პირველად ჩარჩა ჯგუფში, ხოლო შემდეგ ერთა ლიგაზეც ბოლო ადგილი დაიკავა და B ლიგაში დაქვეითდა.