...

ლევანდოვსკის აგენტი ბორუსიას ადანაშაულებს

"რეკორდმაისტერის" პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის, აგენტი მაიკ ბარტელი საკუთარი კლიენტის დამტვრევაში დორტმუნდის "ბორუსიას" ადანაშაულებს.

"ბაიერნის" 28 წლის ცხრიანმა გასულ უქმეებზე, პრინციპულ "დერ კლასიკოში" (4:1), რომან ბიურკისთან შეჯახების შემდეგ მხრის დაზიანება მიიღო, რომლის გამოც შესაძლოა მადრიდის "რეალთან" ხვალინდელი მატჩი გამოტოვოს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდამდე, ლევანდოვსკის ორჯერ სერიოზულად მოარტყეს. ჯერ სოკრატისმა, შემდეგ კი მარკ ბარტრამ, რომელმაც ლევის გაშლილი ფეხი პირდაპირ სახეში ჩაარტყა.

"ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ "ბორუსიას" მოთამაშეები ლევანდოვსკის თამაშიდან გამოთიშვას ნებისმიერი გზით ცდილობდნენ", - ციტირებს ბარტელის სიტყვებს "Bild."

"ბაიერნის" დღევანდელი ვარჯიში ლევანდოვსკიმ გუნდთან ერთად დაიწყო, მაგრამ 15 წუთის შემდეგ მოედნიდან პრესის წარმომადგენლებთან ერთად გაქრა. ჯერ კიდევ უცნობია დაეხმარება თუ არა რობერტი გუნდს ხვალ საღამოს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტ ლევანდოვსკი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა