ბენჟამინ პავარდი პორტუგალიაში ინდვიდუალურად გაემგზავრება

ბენჟამინ პავარდი პორტუგალიაში ინდვიდუალურად გაემგზავრება

მიუნხენელებმა მეოთხედ ფინალის საგზური ოფიციალურად რამოდენიმე დღის წინ გაინაღდეს და “ჩელსი” ორი მატჩის ჯამში 7-1 დაამარცხეს. მათი შემდეგი მეტოქო “ბარსელონაა”, რომლებსაც ისინი ნეიტრალურ სტადიონზე, პარასკევს თბილისი დროით 23 საათზე დაუპირისპირდებიან.

დარჩენილი ყველა თამაში პორტუგალიაში გაიმართება, რის გამოც “რეკოორდმაისტერის” ფეხბურთელები თითქმის უდანაკლისოდ უკვე ლისაბონში არიან.

ალფოზო დეივისმა და ჟერომ ბოატენგმა, რომლებმაც “პენსიონერებთან” თამაშის დროს მცირე ტრავმები მიიღეს, ასევე გაემგზავრნენ ლისაბონში, რაც იმაზე მიუთითებს რომ მათი ტრავმები არც თუ ისე სერიოზულია.

ლისაბონში ასევე გაემგზავრა ფრანგი შემტევი კინგსლი კომანი, რომელიც გუნდს სწორედ “ჩელსის” წინააღმდეგ, მუსკულარული პრობლემების გამო ვერ დაეხმარა.

ერთადერთი ლიდერი, რომელიც გუნდთან ერთად არ გაემგზავრა არის ბენჟამინ პავარდი, რომელსაც სამწუხაროდ ტერფის პრობლემები აწუხებს და სამედიცინო შტაბთან ერთად ცდილობს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მწვანე მოედანს.

ექიმების კარგი მუშაობის წყალობით კიდევ არის შანსი იმისა, რომ ფრანგი მცველი დროულად დაუბრუნდება მოედანს და გუნდს “ბარსელონას” წინააღმდეგ დაეხმარება.

“ის უფრო სწრაფად რეგენერირებს ვიდრე გვეგონა, მას რამოდენიმე ტესტს გაუკეთებენ და თუ პსუხო დამაკმაყოფილებელი იქნება, ის ინდვიდუალურად გაემგზავრება ლისაბონში და გუნდის ვარჯიშებს შეურთდება” განაცხადა “ბაიერნის” თავკაცმა ჰანზი ფლიკმა.

ბენჟამინ პავარდი, “ბაიერნს” ამ სეზონში შეურთდა, მან მარჯვენა მცველის პოზიციაზე თავი მალევე დაიმკვიდრა და “რეკორდმაისტერის” დაცვის ხაზის უცვლელ ფიგურად იქცა.


10-08-2020, 12:15
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0