...

ანჩელოტი: "ყოველდღე ვცდილობ, რომ ლამი გადავარწმუნო"

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ამერიკულ "ESPN-თან" საუბრისას აღიარა, რომ ფილიპ ლამის გადარწმუნებას ყოველდღიურად ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის.

33 წლის გერმანელმა მარჯვენა მცველმა საფეხბურთო კარიერის დასრულება 2017 წლის ზაფხულში გადაწყვიტა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მას საამისო არაფერი ეტყობა.

ლამი კვლავ უმაღლეს დონეზე თამაშობს და ფიზიკურადაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ამას თავად ანჩელოტიც მშვენივრად ხედავს და გული წყდება, რომ ასეთი ფეხბურთელი კარიერას ასრულებს.

"ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა ძალიან სამწუხაროა. თუ ლამი კარიერას გააგრძელებს, მას ნახევარდაცვაში გადავიყვანთ, რათა ბევრი სირბილი არ მოუწიოს. ვფიქრობ, ეს გეგმა კარგად იმუშავებს.

ფილიპი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ნამდვილი ოსტატი და პროფესიონალი, რომელიც თანაგუნდელებისათვის კარგი მაგალითია. მე მის გადარწმუნებას ყოველდღე ვცდილობ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

როგორც ჩანს, ლამი თავის აზრზე მტკიცედ დგას და ვეღარავინ გადააფიქრებინებს. იმედი მაქვს, მისი კარიერა რაც შეიძლება წარმატებულად დასრულდება", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარლო ანჩელოტი ფილიპ ლამი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა