ბაიერნმა ფრაიბურგთან დაკარგა ქულები

ბაიერნმა ფრაიბურგთან დაკარგა ქულები

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 27-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მოულოდნელად გასვლაზე "ფრაიბურგი" ვერ დაამარცხა და პირველობა დაკარგა.

მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-3 წუთზე გახსნეს ანგარიში - გიუნტერის ჩაწოდების შემდეგ ჰიოლერმა ბრწყინვალე თავურით "არწივები" დააწინაურა.

"ბაიერნს" საპასუხოდ ორი მომენტი ჰქონდა, რის შემდეგაც მიუნხენელები "ფრაიბურგის" კონტრშეტევას ვერ გაუმკლავდნენ და ჟერომ ბოატენგს ცარიელი კარიდან მოუწია ბურთის გამოტანა.

თუმცა "რეკორდმაისტერმა" ანგარიში მაინც გაათანაბრა - კუთხურიდან შექმნილი არეულობის შედეგად ლეონ გორეცკას ჩაგდებული ბურთი რობერტ ლევანდოვსკიმ დაამუშავა და აკრობატულ ნახტომში თავისი მორიგი გოლი გაიტანა.

ნიკო კოვაჩის გუნდმა ფრედ 1:1 ითამაშა და ქულები დაკარგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ", რომელმაც შინ "ვოლფსბურგი" 2:0 დაამარცხა, მიუნხენური გრანდი ორი ქულით ჩამოიტოვა უკან.


30-03-2019, 23:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0