...

კლუბის მუზეუმში ლამის ვარსკვლავი გაიხსნა

დღეს დილით მიუნხენური კლუბის მუზეუმში ე.წ. "Walk of Fame-ზე" ანუ დიდების ნაფეხურებზე ფილიპ ლამის ვარსკვლავი გაიხსნა.

33 წლის ლეგენდარულმა განაპირა მცველმა საფეხბურთო კარიერა ამ სეზონის შემდეგ დაასრულა და "ბაიერნში" გატარებული 12 ფანტასტიკური წელიწადის წყალობით კლუბის "Hall of Fame-ში" (დიდების დარბაზი) შევიდა, რომელშიც მხოლოდ განსაკუთრებული მოთამაშეები და ნამდვილი ლეგენდები არიან გაწევრიანებულნი.

ფილიპ ლამი ლეგენდარული ოლივერ კანის შემდეგ (იგი გერმანული გრანდის დიდების დარბაზში 2008 წელს შევიდა) პირველი მოთამაშეა, რომელიც ასეთი პატივის ღირსი გახდა.

"ძალიან დიდი პატივია მიუნხენის "ბაიერნის" ასეთი ლეგენდების გვერდით ყოფნა. ამ კლუბში 1995 წლიდან მოყოლებული ვირიცხები და "ბაიერნმა" ბევრი რამ მომცა. ეს ვარსკვლავი ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულია.

ეს ჩემთვის ძალიან, ძალიან ემოციური დღეა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დამავიწყდება", - აღნიშნა აღფრთოვანებულმა კაპიტანმა.



"ფილიპმა ეს დაიმსახურა. ის "ბაიერნში" 22 წელი იმყოფებოდა და ამ კლუბში დიდებული კარიერა აიწყო. ის არამხოლოდ დიდებული მოთამაშე, არამედ დიდებული კაპიტანიც იყო", - შეაქო ფილიპი "ბაიერნის" ლეგენდამ და ამჟამად გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ლამის სახელობის ვარსკვლავის გახსნით ული ჰიონესიც კმაყოფილი დარჩა: "დიდების დარბაზისთვის ამაზე უკეთესი კანდიდატი არ არსებობს. ფილიპი ამ კლუბის ტრადიციების სამაგალითო განსახიერებაა. ის მიუნხენში დაიბადა, აქ ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა და "ბაიერნთან" ერთად აბსოლუტურად ყველაფერი გამოიარა."

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ფილიპ ლამი რუმენიგე ული ჰიონესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა