...

ჰუმელსი მალავის ეწვია

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი სამი დღით აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო მალავის ესტუმრა.

28 წლის გერმანელი იუნისეფის ბავშვთა დახმარების ფონდის ერთ-ერთი ელჩია და აფრიკაშიც სწორედ ამ კომპანიის პროექტის გამო გაემგზავრა.

ჰუმელსი ცენტრალური დედზის (მალავის რაიონი) ბავშვთა ცენტრს ეწვია და ამ რაიონში მოზარდების მდგომარეობა გაიგო, მათთან ერთად სურათები გადაიღო, ფეხბურთი ითამაშა და ბავშვებს ფაფებიც კი დაურიგა.


"სპორტი ძალიან კარგი რამ არის, რადგან ყოველთვის ეხმარება ბავშვებს. ისინი ერთად მუშაობასა და ურთიერთობას დამყარებას სწავლობენ. ჩემი ვიზიტი ამ მხარეს ძალიან დაეხმარება, რადგან ისინი მალე გერმანიიდან შემოწირულობას მიიღებენ.

ჩემი დიდი სურვილია, რომ მალავის ამ მხარეში მცხოვრები ხალხი ყველანაირი საფრთხისგან იყოს დაცული, განსაკუთრებით კი ბავშვები. საამისოდ კი ფული არ დამენანება.

მალავიში იუნისეფის პროექტის ფარგლებში გატარებული პირველი დღეების შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილების სიტყვებით აღწერა ძალიან მიჭირს. ღრმად ვწუხვარ იმის გამო, რომ ბავშვები უბრალოდ ძალიან ცუდ პირობებში იზრდებიან. მათ რადიკალურად განსხვავებული გარემო სჭირდებათ", - აღნიშნა მატს ჰუმელსმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მატს ჰუმელსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა