...

სანიოლი - ბაიერნის მთავარი მწვრთნელის ახალი ასისტენტი?

ცნობილი ფრანგული გამოცემა "France Football" იტყობინება, რომ ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ვილი სანიოლი შესაძლოა ახალი სეზონიდან კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახდეს.

2017 წლის იანვარში "ბაიერნი" პოლ კლემენტმა დატოვა, ახლა კი სამწვრთნელო შტაბიდან გენიალური ჰერმან გერლანდიც წავიდა, რომელმაც კლუბის ახალი აკადემია ჩაიბარა.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ იტალიელი სპეციალისტის ასისტენტების სიას ზაფხულში ახალი წევრი შეავსებს და ამის შესახებ თავად სანიოლმაც ისაუბრა, რომელიც კლუბის ლეგენდა გახლავთ.

"ამ საკითხთან დაკავშირებით "ბაიერნთან" არანაირი კონტაქტი არ მქონია, ამიტომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორია.

ამ ეტაპზე გარკვეული მიზნები მაქვს, რომლებიც საკმაოდ საინტერესოდ მიმაჩნია. როდესაც გადაწყვეტილება ჩემი მისაღებია, სრულიად კონცენტრირებული ვხდები. მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანასა და დონეს, ჩემთვის მნიშვნელოვანია პროექტი, რომელსაც თავად განვავითარებ. მე ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და მინდა, რომ რაღაცეები თავად ვისწავლო.

ანჩელოტისგან კი ნებისმიერ ახალგაზრდა სპეციალისტს შეუძლია ბევრი რამის სწავლა, რადგან ის საოცრად გამოცდილია. კარლოს იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთსა და ესპანეთში აქვს ნამუშევარი. ამის წყალობით, ის საფეხბურთო საყმაროში ერთ-ერთი უდიდესი პროფესორია.

ანჩელოტისთან შეხვედრა მქონია და ვიცი, რომ ის არამხოლოდ დიდებული მწვრთნელი, არამედ დიდებული ადამიანია", - აცხადებს ვილი სანიოლი, რომელიც "რეკორდმაისტერში" 2000-09 წლებში თამაშობდა.

ფრანგის გარდა პრესაში კიდევ მარკ ვან ბომელის კანდიდატურაც ფიგურირებს, მაგრამ ვნახოთ საბოლოოდ რას გადაწყვეტს კლუბი და კარლო ანჩელოტი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ვილი სანიოლი კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა