...

ბაიერნმა პერიშიჩს დაუმიზნა

მილანის "ინტერისა" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ივან პერიშიჩი მიუნხენური გრანდის რადარზე მოხვდა.

ცნობილი იტალიური გამოცემა "La Gazzetta dello Sport" იტყობინება, რომ პერიშიჩით მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დაინტერესედა.

"ბაიერნში" ივანის შესაძლებლობები ძალიან კარგად იციან, რადგან ხორვატი გერმანიაში 4 წელი თამაშობდა, ჯერ დორტმუნდის "ბორუსიას" (2011-13), შემდეგ კი "ვოლფსბურგის" (2013-15) შემადგენლობაში.

28 წლის ხორვატი ძალიან ტექნიკური და სწრაფი შემტევია, რომელმაც 2016/17 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. ყველა ტურნირზე ერთად პერიშიჩმა 42 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ივანის მოქმედი კონტრაქტი იტალიურ გრანდთან 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება კი, Transfermarkt-ს მიხედვით, 25 მილიონ ევროს შეადგენს.

"რეკორდმაისტერი" ზაფხულში დუგლას კოშტას გაშვებას აპირებს, ამიტომ მიუნხენელები ფლანგების გაძლიერებას სერიოზულად გეგმავენ. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ივან პერიშიჩი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა