...

ლევანდოვსკი - სეზონის საუკეთესო მოთამაშე ბუნდესლიგაში

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა!

გამოკითხვა ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ, "Kicker-მა", ჩაატარა და ჟურნალისტების 25%-მა ხმა სწორედ 28 წლის პოლონელს მისცა. მეორე ადგილი "ლაიფციგის" ნახევარმცველმა ნაბი კეიტამ (15.7%) დაიკავა, მესამე კი - პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (10.5%).

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკი გერმანიის ჩემპიონატის სეზონის უძლიერეს ფეხბურთელად კარიერაში პირველად დაასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მისთვის დიდებული მიღწევაა.

ბუნდესლიგის აწგასულ კამპანიაში რობერტმა 33 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა და ობამეიანგი წინ მხოლოდ ბოლო ტურში გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ პოლონელმა ბუნდესლიგის ამ სეზონში 2 ან მეტი გოლის გატანა ერთ შეხვედრაში 11-ჯერ მოახერხა, რაც ლეგენდარული გერდ მიულერის (12 ასეთი მატჩი 1973/74 წლების სეზონში) შემდეგ საუკეთესო შედეგია.

"რეკორდმაისტერის" კარის დარაჯი მანუელ ნოიერი კი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო გოლკიპერად ზედიზედ მეოთხედ დასახელდა. 31 წლის გერმანელმა ხმების 32.7% მიიღო. მანუმ ტიმო ჰორნსა (12.9%) და რუნე იარსტეინს (8.5%) აჯობა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა