...

ოფიციალურად: სანიოლი ანჩელოტის ასისტენტი გახდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი განაპირა მცველი, ლეგენდარული ვილი სანიოლი, „რეკორდმაისტერს“ უბრუნდება! ის კარლო ანჩელოტის ახალი ასისტენტი გახდა.


გერმანული გრანდის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 40 წლის ფრანგმა 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და დავიდე ანჩელოტისთან ერთად პაპა კარლოს მარჯვენა ხელი იქნება.


„მას შემდეგ რაც ორი ასისტენტი დავკარგე, პოლ კლემენტი ზამთრის პაუზის დროს წავიდა და ჰერმან გერლანდი სეზონის ბოლოს, ვისურვე, რომ ახალი სეზონისთვის ახალი ასისტენტი მყოლოდა.


ჩემი სურვილი იყო, რომ ახალი თანაშემწე „ბაიერნის“ ოჯახის წევრი ყოფილი, თანაც ამავდროულად გარკვეული სამწვრთნელო გამოცდილება ჰქონოდა.  ვილი სანიოლი კი ორივე ამ პუნქტს აკმაყოფიელბს. მასთან ერთად მუშაობის დაწყებას სულმოუთმენლად ველოდები“, - აღნიშნა 57 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.


„ბაიერნში“ დაბრუნებით თავად სანიოლი ძალიან მოხარულია: „კარლო ანჩელოტის მიერ ჩემი არჩევა დიდი პატივია, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტია. „ბაიერნთან“ და მასთან ერთად მუშაობას სულმოუთმენლად ველოდები.“


სანიოლი მიუნხენურ გრანდს 2000 წლის ზაფხულში „მონაკოდან“ შეუერთდა და გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველი გახდა. მან “ბაიერნის“ მაისურით 184 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბუნდესლიგის ტიტული მოიგო, ოთხი გერმანიის თასის, 2 სუპერთასის და რაც მთავარია 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის თასიც მოიპოვა.


ვილიმ საფეხბურთო კარიერა 2009 წელს ტრავმის გამო დაასრულა. 2013 წელს კი დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. 1 წელი საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა, 2014-16 წლებში კი „ბორდოს“ ავარჯიშებდა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
ვილი სანიოლი კარლო ანჩელოტი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა