...

ოფიციალურად: გნაბრი ბაიერნის ფეხბურთელია

მიუნხენის "ბაიერნმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა! "რეკორდმაისტერმა" უნიჭიერესი გერმანელი შემტევი ნახევარმცველი სერჟ გნაბრი შეიძინა.

გერმანული გრანდის ოფიციალურმა ვებ-საიტმა ეს ინფორმაცია დღეს დაადასტურა. 21 წლის გნაბრიმ მიუნხენურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"მოხარულნი ვართ, რომ სერჟ გნაბრის სახით მიუნხენურ კლუბს კიდევ ერთი ნიჭიერი გერმანელი ტალანტი შეუერთდა. სერჟი ბრემენში ძალიან გაიზარდა", - აღნიშნა "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

კარიერაში გადადგმული უდიდესი ნაბიჯით თავად გნაბრიც კმაყოფილია: "დიდი პატივია, რომ "ბაიერნის" ნაწილი გავხდი. ეს ძალიან ამაღელვებელი პერიოდი იქნება, რომელსაც სულმოუთმენლად ველოდები."

სერჟ გნაბრიმ ლონდონის "არსენალის" აკადემია გამოიარა და მისი პროფესიონალური დებიუტი სწორედ ამ გუნდის მაისურით შედგა. მან ინგლისში 4 წელი (2012-16) დაჰყო და 2016 წელს ბრემენის "ვერდერს" 5 მილიონ ევროდ შეუერთდა.

2016/17 წლების სეზონი გნაბრიმ შესანიშნავად ჩაატარა, ბუნდესლიგის 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გნაბრი 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონიც გახლავთ. ბრაზილიაში მან თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
სერჟ გნაბრი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა