...

ბაიერნი: 60 მილიონი სანჩესის სანაცვლოდ

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა საბოლოოდ შეჯერდა და უახლოეს პერიოდში ლონდონის "არსენალს" პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

გერმანული გრანდი უკვე დიდი ხანია აკვირდება "მეთოფეების" შემტევ ალექსის სანჩესს, რომელიც ინგლისურ კლუბში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა და სურს, რომ უფრო მაღალი დონის გუნდში იასპარეზოს.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერი" "არსენალს" 60 მილიონ ევროს შესთავაზებს და ეს მაქსიმუმია, რადგან "ბაიერნის" ხელმძღვანელობას საკუთარი პრინციპები აქვს.

თუმცა შესაძლოა 28 წლის ჩილელის ტრანსფერი სწორედ ამიტომ ჩაიშალოს, რადგან ალექსისის მიმართ "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდება, რომელიც მზად არის მის სანაცვლოდ "ბაიერნზე" ორჯერ მეტი (120 მილიონი ევრო) გადაიხადოს.

ბოლო პერიოდში ფრანგულ პრესაში ისიც დაიწერა, რომ სანჩესისათვის ბრძოლაში "პსჟ" ჩაერთო, რომელიც ასევე კოლოსალურ თანხებს ხარჯავს და "არსენალისთვის" "ბაიერნის" წინადადების მიღება ფინანსურად წამგებიანი იქნება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ალექსის სანჩესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა