...

ბაიერნი კარასკოზე გადაერთო

მიუნხენური გრანდის ახალი სამიზნე მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი ნახევარმცველი იანიკ ფერეირა კარასკო გახდა.

"რეკორდმაისტერს" ლონდონის "არსენალის" ლიდერის, ალექსის სანჩესის, გადაბირება სურდა, მაგრამ მისთვის "მანჩესტერ სიტიც" იბრძვის, რომელიც მზად არის გერმანელებზე ორჯერ მეტი თანხა გადაიხადოს, ამიტომ მიუნხენელებმა გეზი შეიცვალეს.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Sportbild" იტყობინება, რომ "ბაიერნმა" "როხიბლანკოს" 23 წლის უნივერსალური შემტევისათვის 40 მილიონი ევრო გადადო.

ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი "ატლეტიკოს" 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა და 2016/17 წლების სეზონი მშვენივრად ჩაატარა. ყველა ტურნირზე ერთად 53 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

გერმანულმა გრანდმა შეტევითი ხაზის გასაძლიერებლად 21 წლის ნიჭიერი ტალანტი სერჟ გნაბრი დაიმატა, მაგრამ "ბაიერნს" უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავი სჭირდება, რომელიც ახალი სეზონიდან ნელ-ნელა ფრანკ რიბერის შეცვლის.

იმის გათვალისწინებით, რომ სანჩესის სატრანსფერო ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე კარასკოსი, შესაძლოა მიუნხენელებისათვის ახალი პრიორიტეტი სწორედ ბელგიელი გახდეს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ალექსის სანჩესი იანიკ კარასკო
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
otar diasamidze
otar diasamidze | 16 ივნისი 2017 10:25
კარასკო ახალგაზრდაა და მირჩევნია სანჩეს, დუგლას კოსტაც გაუშვან ეგ ბაიერნში იმაზე მეტს ვეღარაფერს გააკეთებს რაც უკვე გააკეთა, დოლბერგი დაითრიონ ლევანას შემცვლელად, წაეხმარება ზოგჯერ
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა