მოურინიომ ბაიერნში შესაძლო წასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

მოურინიომ ბაიერნში შესაძლო წასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

ცნობილმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ, მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"მივიღებდი თუ არა "ბაიერნის" წინადადებას? ნიკო კოვაჩს ისე, როგორც ყველა ჩემს კოლეგას, პატივს ვცემ, ამიტომ ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "ბაიერნი" - გიგანტი კლუბია! იმედი მაქვს, ნიკო თავს გაართმევს, ვინაიდან მას ამ დონის მისაღწევად ბევრი აქვს სამუშაო.

ნიკოს ამხანაგური თამაშის დროს შევხვდი და მინდა გითხრათ, რომ მისი ადამიანური თვისებები მომეწონა. კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

ჩემი მიზანია, რომ კარიერაში მე-9 ეროვნული ჩემპიონატი და მე-3 ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიგო.

ბუნდესლიგის საჩემპიონო ბრძოლა? "ბაიერნი" ფავორიტია. "ბორუსიას" დამარცხების შემდეგ ახლა ყველაფერი მათ ხელშია. რთული წარმოსადგენია, რომ ახლა "ბაიერნმა" ტიტული ვერ მოიგოს", - განაცხადა 56 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.


11-04-2019, 12:53
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0