...

ფავრი: "ტოლისო უნიკალური ტალანტია"

"ნიცას" მთავარმა მწვრთნელმა, გამოცდილმა შვეიცარიელმა სპეციალისტმა, ლუსიენ ფავრმა, მიუნხენური კლუბის ახალწვეული კორენტინ ტოლისო შეაქო და მას უნიკალური ტალანტი უწოდა.

ფავრმა გასულ სეზონი საფრანგეთში ჩაატარა და "ნიცა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა. ტოლისო კი ლიონის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავდა, ამიტომ ლუსიენი მას ძალიან კარგად იცნობს.

"ის ლიონის "ოლიმპიკის" ახალ აკადემიაში გაიზარდა და საბოლოო ჯამში, ის ტაქტიკურად განსწავლული, უნიკალური ტალანტი გახდა. ტოლისოს ჩინებული მოედნის ხედვა აქვს და მოედანზე სწორად გადაადგილდება, როგორც ბურთის, ისე მის გარეშე. მას ბევრი გოლი გააქვს, აქვს ძალიან კარგი დარტყმის ტექნიკა და აგრეთვე თავით თამაშში არის შესანიშნავი.

მისი შესანიშნავი შეტევითი პოტენციალის გამო მას უფრო რვიანის პოზიციაზე ვხედავ, ვიდრე ექვსიანის. მისთვის საუკეთესო სქემა 4-3-3 არის, რადგან ორივე პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობა ექნება, რაც კარგად გამოსდის.

ჩემი აზრით, მას აქვს აბსოლუტურად ყველაფერი, რათა გერმანიაში წარმატებული იყოს", - განაცხადა 59 წლის ფავრმა.

22 წლის ფრანგმა საყრდენმა გასულ სეზონში 14 ბურთის გატანა მოახერხა, რაც ევროპის 5 წამყვანის ჩემპიონატის მასშტაბით, ცენტრალურ ნახევარმცველებს შორის საუკეთესო შედეგია. კორენტინმა "ბაიერნთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში ხაბი ალონსოს შეცვლის.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ლუსიენ ფავრი კორენტინ ტოლისო
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა