...

ბაიერნი მარტინესის გაშვებას არ აპირებს

გერმანული პრესა "BT Sport-ზე" გავრცელებულ გუშინდელ ინფორმაციას გამოეხმაურა და გაავრცელა, რომ ხავი მარტინესი მიუნხენურ კლუბს არ დატოვებს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნი" 28 წლის ესპანელი უკანა ხაზელის გაყიდვას ნამდვილად არ აპირებს და ხავი ამ კვირაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად არსად არ წავა.

"BT Sport-ს" ინგლისელმა ჟურნალისტმა, ენტონი ჰარისმა, ამ დღეებში გაავრცელა, რომ მარტინესი "მანჩესტერ სიტიში" "ბაიერნის" ყოფილმა თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, დაპატიჟა და ესპანელიც ყოფილი ბოსის წინადადებას დათანხმდა.

თუმცა მარტინესი გერმანული გრანდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ამიტომ "ბაიერნის" ხელმძღვანელობა მისი ინგლისურ კლუბში გაშვებას არ დაუშვებს.

ახალი სეზონიდან დაცვის ცენტრში კონკურენცია გაიზრდება, რადგან გუნდს უნიჭიერესი ნიკოლას ზიულე დაემატება, მაგრამ მარტინესი უნივერსალია, მოედნის ცენტრშიც შეუძლია მოქმედება და თანაც გასული კამპანია ცენტრალური მცველის პოზიციაზე საკმაოდ ძლიერად ჩაატარა.

გამოცდილ ესპანელს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ყოველთვის აცხადებდა, რომ მიუნხენში თავს მშვენივრად გრძნობს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ხავი მარტინესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა