...

ბაიერნი ტიტულის დაცვას ბაიერთან მატჩით დაიწყებს

გერმანული ფეხბურთის ფედერაციამ გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 2017/18 წლების სეზონისათვის კალენდარი შეადგინა და უკვე ცნობილია თუ ვის რომელ ტურში შეხვდება მიუნხენური გრანდი.

ბუნდესლიგის რიგით 55-ე სეზონს "რეკორდმაისტერი" 18 აგვისტოს, ლევერკუზენის "ბაიერთან" საშინაო მატჩით დაიწყებს, რომელიც ჩვენი დროით 22:30 საათზე გაიმართება.

კარლო ანჩელოტის გუნდი პირველ გასვლით შეხვედრას ბრემენში ჩაატარებს და მეორე ტურში, 25 აგვისტოს, "ვერდერს" დაუპირისპირდება. ოქტომბერფესტის დასაწყისში კი, ბუნდესლიგის მე-4 ტურში (15-17 სექტემბერი), მიუნხნელები შინ "მაინცს" მიიღებენ.

ყველაზე საინტერესო და დაძაბული პერიოდი "ბაიერნს" ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში ელის, როდესაც მიუნხენური კლუბი ერთმანეთის მიყოლებით ლაიფციგსა და დორტმუნდს ესტუმრება. მე-10 ტურში (27-29 ოქტომბერი) "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონ "ლაიფციგს" შეხვდება, ხოლო 1 კვირაში (3-5 ნოემბერი) - მთავარ კონკურენტ დორტმუნდის "ბორუსიას."

კარლო ანჩელოტის გუნდი ბუნდესლიგის პირველ წრეს შტუტგარტში (15-17 დეკემბერი) დაასრულებს. შემდეგ კი ბუნდესლიგაში სამკვირიანი პაუზა იქნება, ხოლო სეზონი 12 იანვარს განახლდება.

თითოეული ტურისათვის კონკრეტული განრიგი და თამაშების დაწყების დრო ჯერ კიდევ არ არის შერჩეული, რადგან შემოდგომაზე ევროთასები აიღებს სტარტს და გერმანული ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის კალენდრებიც უნდა გაითვალისწინოს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა