...

შესაძლოა პოლონეთში ქუჩას ლევანდოვსკის სახელი დაარქვან

სამხრეთ პოლონეთის ქალაქ კუზნია-რაციბორსკაიაში არსებულ კაროლ სვირჩევსკის სახელობის ქუჩას შესაძლოა სახელი მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელის საპატივსაცემოდ გადაერქვას.

ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კუზნია-რაციბორსკაიას ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა პოლონეთის ეროვნული ნაკრების ცენტრფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის, სახელი დაერქვას.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის 100-ზე მეტმა მცხოვრებამ ქუჩის სახელის შეცვლას ხელი მოაწერა. უბანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული რაიონია ქალაქში, იმ გენერალის სახელს ატარებს, რომელიც პოლონეთში კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდა და ეროვნული გმირის სტატუსს ატარებს.

28 წლის რობერტ ლევანდოვსკი კი პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ 6 წელია სახელდება. ამავდროულად, იგი ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირია და ვლოდიმერ ლუბანსკის (48 ბურთი) მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტ ლევანდოვსკი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა