...

მათეუსი: "ათიანის როლში ხამესსა და მიულერს ტიაგო მირჩევნია"

მიუნხენური გრანდის ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, "ბაიერნში" ათიანის პოზიციაზე არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა.

ხამეს როდრიგესის ტრანსფერის შემდეგ კარლო ანჩელოტის ამ ამპლუის სამი მოთამაშე ჰყავს: ხამესი, ტიაგო ალკანტარა და თომას მიულერი. სამივე მათგანი უნივერსალია, მაგრამ ყველაზე პროდუქტიულები სწორედ ათიანის პოზიციაზე არიან.

"ათიანის პოზიციაზე მიულერსა და ხამესს ტიაგო ალკანტარას ვამჯობინებდი. ჩემს ძირითად შემადგენლობაში ამ როლს სწორედ ესპანელი შეასრულებდა.

შესაძლოა როდრიგესი ანჩელოტის სასურველი მოთამაშე იყო, მაგრამ თუ ტიაგო ისე ითამაშებს, როგორც გასულ კამპანიაში, მაშინ ათიანის ამპლუას აუცილებლად შეინარჩუნებს.

ევროპის ძლიერი გუნდების წინააღმდეგ კი ანჩელოტის ცენტრში ბალანსის დამყარება დასჭირდება. კრეატიული ალკანტარას უკან არტურო ვიდალსა და ხავი მარტინესს შეუძლიათ თამაში, შესაბამისად, რვიანისა და ექვსინის პოზიციაზე", - აღნიშნა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ოქროს ბურთის მფლობელმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა