...

მარტინესი ცენტრში სათამაშოდ მზად არის

მიუნხენის "ბაიერნის" უნივერსალური უკანა ხაზელი, ხავი მარტინესი, მზად არის დაუბრუნდეს თავის საყვარელ ექვსიანის პოზიციას.

ახალი სეზონისათვის მოსამზადებელ ეტაპზე, ტელეკომის თასსა და საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, კარლო ანჩელოტიმ ხავი მარტინესი ორ შეხვედრაში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშა.

გამომდინარე იქიდან, რომ "ბაიერნმა" ხამეს როდრიგესი დაიმატა, რის გამოც ტიაგო ალკანტარას შესაძლოა ცენტრში უკან მოუწიოს დაწევა, კარლო ანჩელოტის სურს, რომ მეორე საყრდენი ტიპიური ჩამშლელი იყოს, ხოლო ასეთი გუნდში მხოლოდ 28 წლის ესპანელია.

"ექვსიანის პოზიცია მიყვარს და ბოლო ორ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა სწორედ ამ ამპლუაში მათამაშა. ცოტათი უჩვეულოდ ვგრძნობდი თავს, მაგრამ მზად ვარ. თუმცა აგრეთვე მზად ვარ, რომ კვლავ დაცვაში ვიასპარეზო", - აღნიშნა ხავი მარტინესმა.

უნივერსალური ბასკი "ბაიერნმა" 2012 წლის ზაფხულში ბილბაოს "ატლეტიკიდან" დაიმატა და სადებიუტო სეზონი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ფენომენალურად ჩაატარა. პეპ გვარდიოლამ კი მარტინესი დაცვაში დაწია და ანჩელოტიმაც გასულ სეზონში ცენტრალურ მცველად გამოიყენა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ხავი მარტინესი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა