მუნდიალზე დაპირისპირებიდან მეგობრობამდე - მათეუსისა და მარადონას ურთიერთობა

მუნდიალზე დაპირისპირებიდან მეგობრობამდე - მათეუსისა და მარადონას ურთიერთობა

25 ნოემბერს მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი ლეგენდა, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიდებული ფეხბურთელი არაერთმა ცნობილმა პიროვნებამ გააცილა თბილი სიტყვებით.

გთავაზობთ ლოთარ მათეუსის 2019 წლის ინტერვიუს გამოცემა FourFourTwo-სთან, სადაც ის მარადონასთან ურთიერთობაზე საუბრობს.

"დაახლოებით 2 წლით ადრე, სანამ "ინტერში" გადავიდოდი, სამი ოთხი ადამიანი მოვიდა ნეაპოლიდან ჩემი თამაშის სანახავად. "კიოლნის" წინააღმდეგ მიწევდა შეხვედრა ადგილობრივი დროით 9 საათზე. ჩემი მენეჯმენტი და "ნაპოლის" წარმომადგენლები ერთად ისხდნენ იტალიურ რესტორანში.

ეს ჩემი მეგობრის რესტორანია და როგორც წესი შაბათ საღამოს დაკეტილი ჰქონდა, თუმცა, ჩვენ განცალკევებით გვსურდა საუბარი და სპეციალურად ჩვენთვის გააღო. მათ მითხრეს: "დიეგო მარადონამ მოკითხვა შემოგითვალა და შენი თანაგუნდელობა ისურვა." მათ მკითხეს, თუ მსურდა ნეაპოლში გადასვლა. კონტრაქტი 3 წლიანი იყო და საკმარისი თანხებიც ჰქონდათ.

ქეში მაგიდის ქვეშ ეწყოთ. ეს ერთი მილიონი გერმანული მარკა იყო და მას მხოლოდ ხელის მოწერისთვის მომცემდნენ. ამ დროს "ბაიერნში" ორჯერ ნაკლები ხელფასი მქონდა წლიურად.. დარწმუნებული არ ვიყავი. ეს ძალიან დიდი თანხა იყო, მაგრამ, მზად ვიყავი კლუბის შესაცვლელად? მზად ვიყავი "ნაპოლისთვის"? წასვლა არ მსურდა, მაგრამ დიეგო მარადონასთან თამაში რაღაც განსხვავებული გრძნობა იყო.

მე და მარადონა ერთმანეთს მუდამ ვცემდით პატივს. ჩვენი პიველივე შეხვედრიდან, 1982 წელს. ეს ჩემი მეოთხე მატჩი იყო ნაკრებში და არგენტინას ვეთამაშებოდით. დიეგო მხოლოდ რამდენიმე თვით უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ, 21 წლის ასაკში უკვე სუპერვარსკვლავი იყო. ის ჩემთან შედარებით რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო. მისი ხასიათი, ხარისხი, სისწრაფე, ტექნიკა, ყველაფერი, იდეალური ფეხბურთელი, რომელიც გუნდურად თამაშობდა.

არასდროს მინახავს ისეთი დომინანტი ფეხბურთელი მუნდიალზე, როგორიც მარადონა იყო 1986 წელს. ფინალში მისი პერსონალური მეურვეობა დამავალა. ბეკენბაუერი კარგად ხედავდა რაებს აკეთებდა დიეგო გასულ მატჩებში და მოსაგებად მხოლოდ მისი გაჩერება გვჭირდებოდა.

ვცდილობდი დავალება მაქსიმალურად შემესრულებინა. ყოველი ბურთის მიღების დროს ვაწუხებდი და შეტევას არ ვაცდიდი. როდესაც ბურთი მისდიოდა, შეუჩერებელი იყო. ის მე პატივს მცემდა იმის გამო, რომ სუფთად ვეთამაშებოდი სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდამ მის დაზიანებას ცდილობდნენ.

70-80 წუთისთვის მარადონასგან ბევრი რამ არ გვქონდა ნანახი, მაგრამ, მაინც 2:0 ვაგებდით და მე შეტევაში წასვლა დამევალა. ანგარიში გავათანაბრეთ, მაგრამ უცებ გამოვიდა მარადონა და ბურუჩაგას ბრწყინვალე ასისტი გაუკეთა. ჩვენ დავმარცხდით.

ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს. 1989 წელს, როდესაც "ინტერთან" ერთად სერია ა მოვიგეთ, ჩვენ მარადონას "ნაპოლის" ვეთამაშებოდით. დღემდე მაქვს სახლში ფოტო, სადაც ჩემპიონობას აღვნიშნავ, უკან კი მარადონა გაზონზე წევს.

ერთხელ ერთად თამაში მოგვიწია, როდესაც მსოფლიოს ნაკრები საფრანგეთს უპირისპირდებოდა მიშელ პლატინის გაცილების მატჩში. დიეგომ ასისტი გამიკეთა და მე გავიტანე. ეს ყველაზე ბრწყინვალე მოგონებაა ჩვენს შორის მინდორზე.

მინდვრის გარეთ გვქონდა არაერთი ფართი. როდესაც 1992 წელს "სევილიაში" გადავიდა, მე "ბაიერნთან" ერთად ამხანაგურ მატჩში ვითამაშე. ამის შემდეგ დაუსრულებელი წვეულება მოეწყო დილის 7-8 საათამდე. მარადონა მაგიდაზე ცეკვავდა, ესაუბრებოდა ყველას. ის ბედნიერი იყო ევროპაში დაბრუნებით.

ამის შემდეგ ჩვენ ყოველი შეხვედრით ბედნიერები ვიყავით. თუმცა, როდესაც უკანასკნელად რუსეთში მუნდიალზე ვნახე, ის კარგად არ გამოიყურებოდა. ამ ფაქტმა ძალიან მატკინა. როდესაც "ნაპოლიში" თამაშობდა, მესმოდა ჭორები, რომ ხალხი მის გვერდით მხოლოდ იმიტომ იყო, რომ ის მარადონა იყო. სინამდვილეში კი მისი მეგობრები სულაც არ იყვნენ.

მინდორზე ის ნამდვილი საოცრება იყო. როდესაც მიუნხენში ჩამოვიდა ჩემი გაცილების მატჩის ჩასატარებლად, ეს ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. ეს კარგად აღწერდა ჩვენს ურთიერთობას - სრული პატივისცემა." - იხსენებს მათეუსი.


27-11-2020, 00:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0