მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ლაიფციგთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
"დღევანდელი ქულით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ გიჟურ მატჩში არ წავაგეთ. ფორსბერგის გოლის ეპიზოდში ის სულ მარტო იდგა საჯარიმოში."
"კომანს ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა. მისი მსგავსი ფეხბურთელი ამ პოზიციაზე ძალიან იშვიათობაა."
"ამჟამად 4 უმაღლესი დონის ვინგერი გვყავს, რაც სასიხარულოა. კინგსლი დღეს-დღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე."
"ხავი მარტინესის ტრავმის სიმძიმეს ხვალ გავიგებთ. ბოატენგს კუნთი აწუხებდა და სწორედ ეს გახდა მისი შეცვლის მიზეზი." - აცხადებს ფლიკი.