...

ბაიერნი ნაპოლიმაც დაამარცხა

მიუნხენის "ბაიერნმა" აუდის თასის ამხანაგური გათამაშება ბოლო ადგილზე დაასრულა - კარლო ანჩელოტის გუნდი დღეს "ნაპოლისთან" 0:2 დამარცხდა.

"რეკორდმაისტერის" რიგებში პირველად გამოჩნდნენ კონფედერაციის თასის მონაწილეები: იოზუა კიმიხი, ნიკოლას ზიულე, სებასტიან რუდი და არტურო ვიდალი. აგრეთვე, იტალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე ახალგაზრდას მისცა შანსი.

გერმანელებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ პირველი გოლი ნეაპოლურმა კლუბმა გაიტანა. სტანდარტიდან შექმნილი არეულობით კალიდუ კულიბალიმ ისარგებლა, რომელმაც ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის ბოლომდე "ბაიერნს" რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია, მეორე ნახევარში კი თამაშის სურათი დიდად არ შეცვლილა.

მაურიციო სარის გუნდმა საკმაოდ ორგანიზებულად და სწორად ითამაშა. მეორე ტაიმის დებიუტში ემანუელე ჯაკერინიმ მეორე ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.

"ბაიერნმა" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა და გერმანიის სუპერთასის შეხვედრას ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება.

ბაიერნი 0:2 ნაპოლი

გოლები: 0:1 - კულიბალი (14'), 0:2 - ჯაკერინი (55').
გაფრთხილება: ჟორჟინიო (73'), მერტენსი (74'), როგი (77').

ბაიერნი: ფრიუხტლი - კიმიხი, ზიულე (ავუჯა 77'), მაი, ფრაიდლი - ვიდალი (ტოლისო 64'), რუდი (ფაინი 77'), სანჩეში - ტილმანი, ვინტცჰაიმერი (ჩრნიჩკი 64'), კომანი (რიბერი 64').

ნაპოლი: ზეპე (რაფაელი 46') - მაჯო (ჰუსაი 61'), მაქსიმოვიჩი (ქირიქეში 61'), კულიბალი, გოულამი (რუი 46') - ზელინსკი (პავოლეტი 78'), დიავარა (ჟორჟინიო 61'), ჰამშიკი (ჯაკერინი 46') - კალეხონი (ალანი 61'), მერტენსი (მილიკი 78'), ინსინიე (როგი 46').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
აუდის თასი 2017
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა