...

რეშკემ ბაიერნი დატოვა

მიხაელ რეშკემ, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული "ბაიერნის" ტექნიკური დირექტორი იყო, კლუბი დატოვა და "შტუტგარტში" სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.

ივლისის შუარიცხვებში 59 წლის გერმანელმა სპეციალისტმა "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ სხვა კლუბებიდან ჰქონდა შემოთავაზებები. გუშინ კი ული ჰიონესსა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს კონტრაქტის, რომელიც 2018 წლამდე იყო გათვლილი, ნაადრევად გაწყვეტა სთხოვა და თანხმობაც მიიღო.

"არ გვინდოდა, რომ რეშკესთვის "შტუტგარტში" სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობის შანსი წაგვერთმია. მიუნხენის "ბაიერნის" სახელით ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოსთვის მას დიდ მადლობას ვუხდი. საკუთარი პროფესიონალიზმით, გამოკვლევებითა და კავშირებით მან მიუნხენურ კლუბს დიდი წარმატებები მოუტანა. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ მომავალში", - აღნიშნა "რეკორდმაისტერის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"ული ჰიონესთან და რუმენიგესთან ღია, თავისუფალი ურთიერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა. ამან ახალი და საჭირო გამოცდილება მომცა. ამას დიდად ვაფასებ და ორივეს მადლობელი ვარ. მთელი კლუბის მადლობელი ვარ. პეპ გვარდიოლასთან და კარლო ანჩელოტისთან მუშაობა ფანტასტიკა იყო. აგრეთვე მადლობა მოთამაშეებსა და კოლეგებს", - ასე დაემშვიდობა მიხაელ რეშკე მიუნხენურ კლუბს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მიხაელ რეშკე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა