...

ჩემნიცი 0:5 ბაიერნი - მატჩისშემდგომი კომენტარები

გერმანიის თასის პირველი წრის მატჩის შემდეგ, რომელიც "ბაიერნმა" სტუმრად "ჩემნიცს" 5:0 მოუგო, საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა და კლუბებმა შეხვედრა შეაფასეს.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ და რობერტ ლევანდოვსკიმ ისაუბრეს.

კარლო ანჩელოტი: "ჩემი გუნდის შესრულებით ძალიან კარგი ასპარეზობა ვიხილე. ბიჭებმა სწორი მიდგომა და ხასიათი გამოავლინეს. მეტოქე პირველ ტაიმში დაცვაში დისციპლინირებულად მოქმედებდა და საქმე გაგვირთულა. მეორე ნახევარში ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და ჩინებულად ვითამაშეთ."

რობერტ ლევანდოვსკი: "მოხარული ვარ, რომ პირველი წრე გადავლახეთ. პირველი გოლის გატანა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მოწინააღმდეგე ზედმეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, ჩვენ ცოტა სივრცე გვქონდა. მთავარი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო და ეს მიღწეულია."

ჰორსტ შტეფენი ("ჩემნიცის" მთავარი მწვრთნელი): "პირველ ტაიმში თავს ძალიან კარგად ვიცავდით და მეტოქეს ძალიან ცოტა შანსს ვაძლევდით, მაგრამ შემდეგ, შეტევაში აქტიურობის გამო, მეტოქის ზეწოლას ვეღარ გავუძელით. მეორე ნახევარში "ბაიერნმა" სივრცეები იპოვნა და უფრო მიზანმიმართულად მოქმედებდა. გამიხარდებოდა გოლი რომ გაგვეტანა, ეს ფანებს ძალიან გაახარებდა. მათ დღეს ფანტასტიკური მხარდაჭერა გაგვიწიეს."

კევინ კუნცი ("ჩემნიცის" მეკარე): "მე ერთდროულად ვიცინი და ვტირი. იმედი მქონდა, რომ ამდენ ბურთს არ გავუშვებდი, მაგრამ არაუშავს. საბოლოო ჯამში, მეტოქის კლასმა გავლენა იქონია. "ბაიერნი" გერმანიაში შეუდარებელია."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა